გაცნობებთ, რომ კომიტეტების წევრთა შერჩევის მიზნით დაიწყო განაცხადების მიღება, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის 10 მარტის ჩათვლით.
განცხადებები მიიღება როგორც თბილისის, ასევე რეგიონულ (კახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა) კომიტეტებში გაწევრიანების მსურველი პირებისაგან.
აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად იხილეთ განახლებული კომიტეტების სრული ჩამონათვალი.
სარეგისტრაციო ფორმის შევსებამდე გთხოვთ, გაეცნოთ კომიტეტის წევრის უფლება-მოვალეობების აღწერის დოკუმენტს და დამატებით ინფორმაციას შემდეგ ბმულზე.
მადლობას მოგახსენებთ ასოციაციის საქმიანობაში ჩართულობისთვის და გისურვებთ წარმატებას!