როგორ მივმართო ფონდს

 ფონდის გამგეობა ფინანსური დახმარების სახეების შესაბამისად ინდივიდუალურად განიხილავს ყველა განაცხადს და გადაწყვეტილებას იღებს სრულყოფილი განაცხადის რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში.

ადვოკატთა სოციალური დახმარების  ფონდის ფინანსური დახმარების სახეები და დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები: 

) ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება. წარმოდგენილ უნდა იქნას:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
  • საადვოკატო საქმიანობის მოწმობა ;
  • სამედიცინო ცნობა- ფორმა N100
  • შესაბამისი   დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა/კალკულაცია;
  • ინფორმაცია  სახელმწიფო სადაზღვევო ან/და კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების თანადაფინანსების თაობაზე.
  • ინფორმაცია სხვა შესაძლო დაფინანსების წყაროების შესახებ და მათთვის მიმართვის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • თანადაფინანსების თაობაზე,  უარის არსებობის შემთხვევაში - შესაბამისი წერილობითი დასტური;

)  ადვოკატისთვის  ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ან/და ქირურგიული ჩარევების   მიზნით  ერთჯერადი ფულადი დახმარება.
წარმოდგენილ უნდა იქნას:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
  • საადვოკატო საქმიანობის მოწმობა;
  • სამედიცინო ცნობა- ფორმა N100;
  • შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა/კალკულაცია;
  • ინფორმაცია  სახელმწიფო სადაზღვევო ან/და კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების თანადაფინანსების თაობაზე.
  • ინფორმაცია სხვა შესაძლო დაფინანსების წყაროების შესახებ და მათთვის მიმართვის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • თანადაფინანსების თაობაზე,  უარის არსებობის შემთხვევაში - შესაბამისი წერილობითი დასტური;

) ადვოკატის გარდაცვალების შემთხვევაში ადვოკატის ოჯახს  სარიტუალო/დაკრალვის მომსახურების ხარჯების დასაფარად ერთჯერადი ფულადი დახმარება.
გარდაცვალების ფაქტის დადგომიდან  ორი თვის განმავლობაში  წარმოდგენილ უნდა იქნას: 

  • განცხადება;
  • ადვოკატის გარდაცვალების მოწმობა ;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
  • გარდაცვლილის საადვოკატო საქმიანობის მოწმობა;
  • ოჯახის წევრობის დამდგენი დოკუმენტი.

) უბედური შემთხვევის და სტიქიური კატასტროფის შედეგად დაზარალებული ასოციაციის წევრი ადვოკატისთვის (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა, ხანძარი) ერთჯერადი ფულადი დახმარება.
წარმოდგენილ უნდა იქნას:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
  • საადვოკატო საქმიანობის მოწმობა ;
  • ზარალების დამდგენი  დოკუმენტი გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ;

) მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ადვოკატის 0-5 წლამდე შვილებისთვის გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება.
წარმოდგენილ უნდა იქნას:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
  • ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
  • სამედიცინო ცნობა - ფორმა N100;
  • შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა/კალკულაცია;
  • ინფორმაცია სახელმწიფო სადაზღვევო ან/და კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების თანადაფინანსების თაობაზე.
  • ინფორმაცია სხვა შესაძლო დაფინანსების წყაროების შესახებ და მათთვის მიმართვის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • თანადაფინანსების თაობაზე,  უარის არსებობის შემთხვევაში - შესაბამისი წერილობითი დასტური;

) ადვოკატისთვის მე-4 და ყოველი შემდეგი შვილის დაბადებისას ერთჯერადი ფულადი დახმარება.
წარმოდგენილ უნდა იქნას:

  • განცხადება;
  • ადვოკატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი) ;
  • ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა (ასლი);
  • საჭიროების შემთხვევაში, ქორწინების მოწმობა ან სხვა სავალდებულო დოკუმენტები (ასლი).

* ფონდი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია.

*  აღნიშნული წესში მითითებული გარემოებების გარდა, სოციალური დახმარების ფონდის გამგეობას შეუძლია გამონაკლისის წესით გასცეს სოციალური დახმარება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში.

* ერთი და იმავე ადვოკატის სასარგებლოდ დახმარება შეიძლება გაიცეს ზედიზედ არაუმეტეს ორი კალენდარული წლის განმავლობაში.

* განმეორებითი დახმარების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ მომდევნო ერთი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ.

* ფონდის მიერ გაცემული დახმარება წარმოადგენს სუბსიდიურ ფინანსურ მხარდაჭერას და გაიცემა მხოლოდ სხვა შესაძლო დაფინანსების წყაროების ამოწურვის ან მათი არასაკმარისობის შემთხვევაში.

* სადაზღვევო დაფარვის არსებობისას ფონდი აფინანსებს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც არ არის დაფარული დაზღვევით.

* დახმარება გაიცემა ერთჯერადად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის  

 

* შენიშვნა: განაცხადი შეგიძლიათ წარადგინოთ ასოციაციის ოფისში მატერიალური სახით ან დისტანციურად (იხილეთ "ფონდისთვის მიმართვა" ქვემოთ). იმ შემთხვევაში თუ განაცხადი ივსება ადვოკატის ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ, ზემოაღნიშნულ კონკრეტული ფინანსური დახმარების მოთხოვნის შესაბამისად სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნას განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტის ასლები.ერთსა და იმავე პირზე ფონდისგან დახმარება გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

(ივსება მხოლოდ ადვოკატის ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ განაცხადის შევსების შემთხვევაში)
(ივსება მხოლოდ ადვოკატის ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ განაცხადის შევსების შემთხვევაში)
(ივსება მხოლოდ ადვოკატის ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ განაცხადის შევსების შემთხვევაში)

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი