სიახლეები

ღონისძიებების კალენდარი

|

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალგაზრდებში სამართლის მიმართულების პოპულარიზაციის მხარდაჭერას განაგრძობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ასოციაციამ საადვოკატო სკოლა "თავისუფალი პროფესიის თაობა/Gen F" -ის კურსის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაზე საადვოკატო სკოლის მეოთხე სეზონის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და თავისუფალი პროფესიის სკოლა Gen F-ის დამფუძნებელმა დირექტორმა ნიკა სადრაძემ.
ვრცლად >
როგორც თქვენთვის ცნობილია, 29 მარტს 11:00 - 16:00 საათამდე, ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პირველი იურიდიული პრო ბონო ფორუმი გაიმართება. 
ვრცლად >
შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ წევრებს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და მექანიზმებს. ირაკლი ყანდაშვილმა ასევე მოისმინა რეგიონში მოქმედი ადვოკატების მოსაზრებები და ინიციატივები, რომლებიც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და პროფესიული გარემოს განვითარებას უკავშირდება. 
ვრცლად >
29 მარტს 11:00 - 16:00 საათამდე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პირველი იურიდიული პრო ბონო ფორუმი ჩატარდება. პროექტის ფარგლებში, ადვოკატები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გასცემენ. კონსულტაციის მიღება ნებისმიერ მოქალქეს შეუძლია.
ვრცლად >
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორი წარჩინებული სტუდენტი პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა. დეა კუსრაშვილსა და თინათინ მჭედლიშვილს სტიპენდია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პირადად გადასცა.
ვრცლად >
გაცნობებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო და 29 აპრილის 16:00 საათამდე გაგრძელდება.
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლად დაკომპლექტებულმა მუდმივმოქმედმა კომიტეტებმა აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. აღნიშნული პროცესის ფარგლებში კომიტეტების წევრები სამუშაო შეხვედრები მართავენ, რომლის მიზანია კომიტეტების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმება.
ვრცლად >
განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ქუთაისში ადვოკატებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე: ჯანსაღ გარემოზე ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
ვრცლად >
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულებისას ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, არსებული პრაქტიკის შეფასებასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც შესაძლოა პრაქტიკაში იჩენდეს თავს.
ვრცლად >
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მის როლზე ხარისხიანი და ეფექტიანი საკონსტიტუციო სამართალწარმოების უზრუნველყოფის პროცესში. ირაკლი ყანდაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ასოციაციაში მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები გააცნო. 
ვრცლად >

ღონისძიებების კალენდარი

|
    • ორშ
    • სამ
    • ოთხ
    • ხუთ
    • პარ
    • შაბ
    • კვი