ფონდის საქმიანობა

ადვოკატთა სოციალური დაცვის ხელშეწყობის ფონდი წარმოადგენს ასოციაციის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 22 იანვარს დამტკიცებული წესდების შესაბამისად. ფონდის მმართველი ორგანოა გამგეობა, რომლიც შედგება 5 წევრისგან და აირჩევა დამფუძნებლის მიერ 3 წლის ვადით.  

ფონდის მიზანია ასოციაციის წევრი ადვოკატების სოციალური დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

ფონდის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გარდა საერთო შემოწირულობებისა, ასოციაციის საწევრო შენატანიდან არანაკლებ 5% ირიცხება ადვოკატთა სოციალური დაცვის ხელშეწყობის ფონდში.