სასწავლო ცენტრი

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადვოკატთა ასოციაციის წესდების შესაბამისად.

სასწავლოს ცენტრის მიზანია უზრუნველყოს ასოციაციის წევრთა და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენელთა მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სასწავლო ცენტრი ახორციელებს პროფესიაში შესვლის პროგრამას, ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამასა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს. 

სასწავლო ცენტრი, ასევე ორგანიზებას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს.