ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო და 16 აპრილის, 18 საათამდე გაგრძელდება!
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი პორტალის გამოყენებით. გაცნობებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფაკაციო გამოცდა სავარაუდოდ ჩატარდება მიმდინარე წლის ივლისში და დამატებით დეტალები ეცნობებათ აპლიკანტებს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.
**დამატებით გაცნობებთ, რომ საგამოცდო პროგრამა და საგამოცდო მასალა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ელექტრონული ფორმით და განთავსდება ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.
ასევე, გაცნობებთ, რომ გავრცელებულია სხვადასხვა ელექტრონული პროგრამები ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებლად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პროგრამები არ არის მხარდაჭერილი ადვოკატთა ასოციაციის მიერ და შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია არ იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე.
ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულია მხოლოდ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამთვიანი კურსი. დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული.
გისურვებთ წარმატებას!