რეგისტრაცია მოსამზადებელ კურსზე

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო და 11 სექტემბრის, 16 საათამდე გაგრძელდება! 

აირჩიე შედეგსა და წარმატებაზე ორიენტირებული საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კურსი, რომელიც მოიცავს სააკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტებს, შემაჯამებელ თემატურ სესიებსა და შუალედურ და ფინალურ გამოცდებს რეალურ საგამოცდო პროგრამაში.

კურსს უძღვებიან სამართლის დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარებას. მოსამზადებელი კურსის ფარგლებში შეისწავლით საგამოცდო აზროვნებას, საგამოცდო კითხვების ამოხსნის ეფექტიან სტრატეგიებს, შეცდომების ანალიზის მეთოდებს, დროის სწორად მართვის პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის გამოცდაზე წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.

მოსამზადებელი კურსი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, მონაწილეობა შესაძლებელი იქნება როგორც დისტანციურად, ასევე, ფიზიკურ სივრცეში. ლექციები ჩატარდება საღამოს საათებში, ხოლო არასამუშაო დღეს - დილის საათებში. მოსამზადებელ კურსთან დაკავშირებული დეტალები ეცნობებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

მოსამზადებელი კურსის საფასური, სისხლის სამართლის ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით შეადგენს 700 ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციით - 800 ლარს. შესაძლებელია თანხის ორ ნაწილად გადახდა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურსის ფარგლებში ლექციების ჩანაწერები არ გაკეთდება. თითოეული ლექციის შინაარსი განკუთვნილია მხოლოდ სასწავლო პროცესისთვის და მონაწილეებისთვის, ამიტომ მისი ჩაწერა, შენახვა ან ნებისმიერი ფორმით გავრცელება დაუშვებელია.

დამატებით გაცნობებთ, რომ გავრცელებულია სხვადასხვა ელექტრონული პროგრამები და მოსამზადებელი კურსები. გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროგრამები და კურსები არ არის მხარდაჭერილი ადვოკატთა ასოციაციის მიერ და შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია არ იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
ანგარიში ნომერი: GE59BS0000000000134028

 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი