ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის 2024 წლის საშემოდგომო სესიაზე რეგისტრაცია 2024 წლის 18 სექტემბერს 16:00 საათიდან დაიწყება და 24 ოქტომბრის 16:00 საათამდე გაგრძელდება.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის 2024 წლის საშემოდგომო სესიები სავარაუდოდ მიმდინარე წლის 25, 26 და 27 ნოემბერს (გასაჩივრების სესია - 30 ნოემბერი) ჩატარდება.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება დისტანციურად, ახალი ელექტრონული საგამოცდო პორტალის საშუალებით. ახალი საგამოცდო პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საგამოცდო პროცესები ახალი და თანამედროვე ფუნქციონალის საშუალებით სრულად ელექტრონულად მართონ.
მომხმარებელზე ორიენტირებული ფუნქციონალის საშუალებით თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა გაქვთ თავად უზრუნველყოთ სრული საგამოცდო პროცესის ადმინისტრირება:
- გაეცნოთ სიახლეებს მიმდინარე საგამოცოდო პროცესებისა და კალენდარის თაობაზე;
- დისტანციურად შექმნათ და მართოთ საკუთარი კაბინეტი;
- გამოცდის საფასური გადაიხადოთ ელექტრონულად (საბანკო ბარათით), რაც გამორიცხავს დამატებით საგადახდო დავალებების ასოციაციასთვის გამოგზავნას;
- ნებისმიერი სპეციალიზაციის შემთხვევაში, გამოცხადებული საგამოცდო თარიღებიდან აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი;
- პირადი კაბინეტიდან მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო სესიის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობა გაქვთ მიღებული;
- გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ელექტრონულად, მიიღოთ და ბმულის საშუალებით გააზიაროთ გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი და სხვა.
საგამოცდო პორტალზე ან/და საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია შექმნათ პირადი კაბინეტი და მნიშვნელოვანია გაეცნოთ საგამოცდო პორტალის მოხმარების წესებს:
საგამოცდო პორტალზე მომხარებლის რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია
საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის საფასური შეადგენს 250 ლარს და საფასურს იხდით მხოლოდ საგამოცდო პორტალის საშუალებით, ელექტრონულად (საბანკო ბარათით), რაც გამორიცხავს დამატებით საგადახდო დავალებების ასოციაციასთვის გამოგზავნას.
სარეგისტრაციო პროცესში, კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 032 2 98 78 78 (შიდა ნომერი 5).
საგამოცდო პროგრამა და საგამოცდო მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტრონული ფორმით და განთასებულია ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.
გისურვებთ წარმატებას!