სიახლეები

ღონისძიებების კალენდარი

|

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ჩიკაგო-კენტის ამერიკულ სამართლის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ამერიკული სამართლის სკოლის დამფუძნებელმა, რიჩარდ უორნერმა და ამერიკული სამართლის სკოლის დირექტორებმა, ქეთევან ჯელაძემ და მაია მესხმა.
ვრცლად >
ღონისძიება ორივე ასოციაციის სტრუქტურისა და ძირითადი ფუნქციების მიმოხილვას მოიცავდა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ადვოკატთა პროფესიული უფლებების დაცვის, ეთიკური სტანდარტებსა და საქართველო-თურქეთს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები.
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პროკურატურის ტრენინგ ცენტრების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „ქცევითი მეცნიერების გავლენა სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას და ტრენინგის ეფექტიანობის შეფასება“.  
ვრცლად >
შეხვედრაზე კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა; მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ბერნდ შუნემანმა; და ქართულ-გერმანული სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ხუბუამ.
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ მორიგი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელიც მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეხება.
ვრცლად >
ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლებასა და დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულებისა და სამართლიანი პროცესის განხორციელებისას დემოკრატიულ საზოგადოებაში. აღნიშნული პრინციპები საქართველოს უზენაესი კანონითაა გარანტირებული, ასევე, წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ ქვაკუთხედს.
ვრცლად >
„უფლებადამცველი ადვოკატები და ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია: თეორიული ასპექტები, საუკეთესო პრაქტიკები და ახალი გამოწვევები“. - ამ თემაზე ვილნიუსში, ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში (EHU), კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტი, დავით ასათიანი მონაწილეობდა. 
ვრცლად >
ანტიკორუფციულ ბიუროში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ, კუპრაშვილს შეხვდა. შეხვედრა შეეხებოდა გრანტების შესახებ საქართველოს კანონისა და უცხოეთის  აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ (ფარა) საქართველოს კანონთან დაკავშირებულ აღსრულების მექანიზმებს და ამ პროცესში ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვის საკითხს. 
ვრცლად >
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტთან (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან  თანამშრომლობის ფარგლებში, ცხადდება რეგისტრაცია დარგობრივი სპეციალიზაციის კურსზე - სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი.
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ტაშკენტში გამართულ IV საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმში “Tashkent Law Spring” 2025  მონაწილეობდა თემაზე: „ციფრული ტექნოლოგიების ერა: მომავლის სამართლებრივი ხედვა.“
ვრცლად >

ღონისძიებების კალენდარი

|
    • ორშ
    • სამ
    • ოთხ
    • ხუთ
    • პარ
    • შაბ
    • კვი