8 ნოემბერს ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

19 ოქტომბერი 2026

ადვოკატის დღის აღსანიშნავად, 8 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

წლევანდელი კონფერენციის თემაა - ადვოკატი და უფლებების ეფექტიანი დაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

კონფერენციის მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც ელექტრონული ფორმით იწარმოებს და გაიხსნება 21 ოქტომბერს 14:00 საათზე.

შესაბამისად, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს საკომუნიკაციო არხებს, რათა არ გამოგრჩეთ რეგისტრაცია. კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობება რეგისტრირებულ მონაწილეებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი