ადვოკატის დღის აღსანიშნავად, 8 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
წლევანდელი კონფერენციის თემაა - ადვოკატი და უფლებების ეფექტიანი დაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე.
გთხოვთ, იხილოთ: https://forms.gle/nmSMs2Zfz1BtDH3o6
კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობება რეგისტრირებულ მონაწილეებს.




