საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

22 ოქტომბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საშუალებას გაძლევთ ასოციაციის სახელით მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის სასურველ, სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიულ კონფერენციაში. კერძოდ, თუ გსურთ, კონფერენციაში ასოციაციის სახელით მიიღოთ მონაწილეობა და ღონისძიება შეესაბამება ასოციაციის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, ასოციაცია მზად არის, მოგანიჭოთ შესაბამისი მანდატი და მხარი დაგიჭიროთ ასოციაციის სახელით კონფერენციაში მონაწილეობაში. ამისათვის უნდა მოგვმართოთ განცხადებით ელ-ფოსტაზე info@gba.ge მოგვაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი ღონისძიების შესახებ და გაგვიზიაროთ მისი ორგანიზაციული და ტექნიკური დეტალები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი პირი თავად უზრუნველყოფს კონფერენციაში რეგისტრაციასა და შესაბამისი ხარჯების სრულად დაფარვას.

ასოციაცია მზად არის, მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, წარმოადგინოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმებზე, გააზიაროთ ქართული ადვოკატურის გამოცდილება და ხელი შეუწყოთ საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას.

ამასთანავე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მუდმივად ადევნებს თვალს იურიდიული პროფესიის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს და შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე უზრუნველყოფს წევრების ინფორმირებას. 

გვჯერა, რომ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ადვოკატთა პროფესიულ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი