ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელ და მოსამზადებელ ეტაპს, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრთა მონაწილეობით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა დაიწყება.
საკანონმდებლო პაკეტი საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე.
ორდღიან განხილვებში ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.