ასოციაციის წევრთა მოსაზრებების წარმოდგენა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით

3 აგვისტო 2021

ძვირფასო წევრებო,

ადვოკატთა თვითმმართველი ასოციაციის ინსტიტუციური განმტკიცებისა და იურიდიული სერვისების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლების მიზნით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით, 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, შეიქმნა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავების სამუშაო ჯგუფი, რომლის ფუნქციონირებასაც მხარს უჭერს USIAD/PROLoG-ი და ევროპის საბჭო.

სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და მოამზადა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც შეიცავს ადვოკატის პროფესიასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სამოქალაქო დავებზე პირველ ინსტანციაში სასამართლო წარმომადგენლობა, უკანონო საადვოკატო საქმიანობის აკრძალვა, ადვოკატის სტაჟიორის საპროცესო უფლებამოსილებები, სასამართლო ხარჯების განაწილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება ადვოკატის საქმიანობაზე, სახელმწიფო ბაჟი ადვოკატის ჰონორართან დაკავშირებულ დავებზე, და სხვა. 

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის პირველადი ვერსია ასოციაციის თავმჯდომარის მიერ აქტიურად იქნა განხილული ადვოკატებთან, მათ შორის 2019 წელს რეგიონული შეხვედრების (ქუთაისი - 29 ივლისი; ზუგდიდი - 31 ივლისი; ბათუმი - 1 აგვისტო; ოზურგეთი - 15 აგვისტო; თელავი - 27 სექტემბერი) ფარგლებში. აღნიშნული შეხვედრების დროს მიღებული მოსაზრებების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსია, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.

ასოციაციის წევრებს საკანონმდებლო ცვლილებების ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თქვენი დამატებითი მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 16 აგვისტომდე შემდეგი ელექტრონული ფორმის შევსების გზით: https://bit.ly/3f9q3C7

მადლობას მოგახსენებთ ჩართულობისთვის!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი