ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

27 თებერვალი 2019

გაცნობებთ, რომ კომიტეტების წევრთა შერჩევის მიზნით დაიწყო განაცხადების მიღება, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის 10 მარტის ჩათვლით.

განცხადებები მიიღება როგორც თბილისის, ასევე რეგიონულ (კახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა) კომიტეტებში გაწევრიანების მსურველი პირებისაგან.

აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად იხილეთ განახლებული კომიტეტების სრული ჩამონათვალი.

სარეგისტრაციო ფორმის შევსებამდე გთხოვთ, გაეცნოთ კომიტეტის წევრის უფლება-მოვალეობების აღწერის დოკუმენტს და დამატებით ინფორმაციას შემდეგ ბმულზე.

მადლობას მოგახსენებთ ასოციაციის საქმიანობაში ჩართულობისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი