თბილისში ფუნქციონირებს 15 მუდმივმოქმედი კომიტეტი, ხოლო რეგიონულ ცენტრებში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი) 17 რეგიონული კომიტეტი. თითოეული კომიტეტი შედგება არაუმეტეს 30 ადვოკატისგან, რომელთაც 3 წლის ვადით ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.
კომიტეტების საქმიანობის მიზანს წარმოადგენს:
► ასოციაციის წევრთა ჩართულობის უზრუნველყოფა ასოციაციის საქმიანობაში;
► ასოციაციის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ზრუნვა;
► ადვოკატთა კორპუსის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა შესაბამის ინსტიტუტებთან;
► ადვოკატთა კორპუსის ნორმათშემოქმედებით პროცესსა და მართლმსაჯულების რეფორმებში მონაწილეობა;
► სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებასა და მართლმსაჯულების ეფექტიანი ადმინისტრირების პროცესში ასოციაციის ჩართულობის უზრუნველყოფა.