სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი საქართველოს გამარჯვებით დაიწყო

5 ნოემბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მასპინძლობით, თბილისში სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი (2nd Southern Caucasus Lawyers International Football Tournament) დაიწყო, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის ადვოკატთა საფეხბურთო გუნდები მონაწილეობენ.

ტურნირის პირველი სათამაშო დღის ფარგლებში ორი შეხვედრა გაიმართა.

პირველ მატჩში ერთმანეთს აზერბაიჯანისა და თურქეთის ადვოკატთა გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თურქეთის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

მეორე შეხვედრაში საქართველოსა და უზბეკეთის ადვოკატთა გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. საქართველოს გუნდმა მეტოქე ანგარიშით 8:3 დაამარცხა.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები ხვალაც გაგრძელდება, ხოლო 7 ნოემბერს ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება.

6 ნოემბრის თამაშების განრიგი
 

10:30 | თურქეთი – უზბეკეთი

11:30 | საქართველო – აზერბაიჯანი

13:00 | აზერბაიჯანი – უზბეკეთი

14:00 | საქართველო – თურქეთი

სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება და ადვოკატის პროფესიულ დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად, 8 ნოემბერს აღინიშნება.  

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი