სიმპოზიუმი - შრომითი და სოციალური უფლებების გაძლიერება საქართველოში და ევროპული საუკეთესო პრაქტიკა

3 ნოემბერი 2026

9 ნოემბერს 10:30 საათზე ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და Expertise France-ის თანამშრომლობის ფარგლებში, სიმპოზიუმი ჩატარდება თემაზე: „შრომითი და სოციალური უფლებების გაძლიერება საქართველოში და ევროპული საუკეთესო პრაქტიკა“.

შეხვედრას გაუძღვებიან ქართველი და ევროპელი ექსპერტები.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. დასაქმებულთა და დამსაქმებელთა პერსპექტივები, სოციალური დიალოგი, შრომითი დავების მედიაცია და ევროკავშირის სოციალური სამართლის სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა.

ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედანი №4, თბილისი

სიმპოზიუმი ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ტარდება. მონაწილეებისთვის განსაზღვრულია 5 კრედიტი.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ადვოკატის პორტალს. https://portal.gba.ge/
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი