წევრთა საყურადღებოდ!

1 ნოემბერი 2023

ძვირფასო წევრებო,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით 10 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

წლევანდელი კონფერენცია  „ბიზნესსა და ადამიანის უფლებებთან“ დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ ამ სფეროს წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

იქიდან გამომდინარე, რომ კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება  პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც იწარმოებს ელექტრონული ფორმით და გაიხსნება 2 ნოემბერს  17:00 საათზე

შესაბამისად, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს საკომუნიკაციო არხებს, იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ რეგისტრაცია.

კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი