წევრთა საყურადღებოდ

27 მაისი 2022

ძვირფასო წევრებო,

როგორც მოგეხსენებათ, ადვოკატის პორტალის (portal.gba.ge) ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციონალს წარმოადგენს ჩვენი წევრებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე თანამედროვე ფორმატის და ინტერაქტიული  ონლაინ მოდულების შეთავაზება. აღნიშნული მექანიზმი შესაძლებელს ხდის, რომ მნიშვნელოვანი ტრენინგები ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მსურველი ადვოკატისთვის.

გაცნობებთ, რომ ონლაინ ტრენინგების ფუნქციონალი უკვე ამოქმედდა და ხელმისაწვდომია ადვოკატის პორტალზე. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ონლაინ ტრენინგების სტრუქტურა ურთიერთდაკავშირებული კომპონენტებისგან შედგება, ინტერაქტიული მეთოდით არის გადმოცემული და მოიცავს როგორც ვიდეო, ასევე საკითხავ და ტესტურ კომპონენტებს.

პორტალზე ამჟამად განთავსებულ ტრენინგების ჩამონათვალს, წლის განმავლობაში პერიოდულად დაემატება არაერთი მოდული სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ასევე სხვა სფეროებში.

პორტალის საშუალებით ონლაინ ტრენინგის გავლის შემთხვევაში, კონკრეტული ტრენინგისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა ავტომატურად აისახება თქვენი პორტალის პირად გვერდზე და ცნობილი იქნება ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისთვის.

ადვოკატის პორტალის გამოყენების ინსტრუქცია იხ. ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=zqBjzt32X1Q

ონლაინ მოდულებზე წვდომის ინსტრუქცია იხ. ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=KHXlyZzgTMg

ადვოკატის პორტალი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://portal.gba.ge/

გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი