როგორც მოგეხსენებათ, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 18 მაისს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2021 წლის საწევრო დავალიანების მქონე წევრთა მიმართ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაიდო მაქსიმალური ვადით, 4-ჯერ. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 100-მდე ადვოკატს პირადი განცხადებით გადაუვადდა საწევრო გადასახადის გადახდის ვადა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კვლავ რჩება ადვოკატთა ნაწილი, რომელთაც უფიქსირდებათ 2021 წლის საწევრო დავალიანება.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ადმინისტრაციული წარმოებით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და შესაბამისად, საწევრო დავალიანების დაფარვის ვადა გაგრძელებულია 2021 წლის 2 აგვისტომდე. იმ შემთხვევაში თუკი გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ახერხებთ მითითებულ ვადამდე საწევრო დავალიანების გადახდას, გთხოვთ, დავალიანების გადავადების მოთხოვნით განცხადებით მომართოთ ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს, რათა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით არ შეფერხდეს თქვენი საადვოკატო საქმიანობა.
შესაბამისად გთხოვთ, დაფაროთ საწევრო დავალიანება ან მომართოთ ადვოკატთა ასოციაციას განცხადებით საწევრო დავალიანების გადახდის ვადის გადავადების თაობაზე.
დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ ამონაწერი აღმასრულებელი საბჭოს 2021 წლის 16 ივლისის სხდომის ოქმიდან.