წევრთა საყურადღებოდ
როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის 7 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა „ადვოკატთა ასოციაციის წევრთა მხარდაჭერის ღონისძიებების გეგმა.“
აღნიშნული გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა 2020 წლის საწევრო დავალიანების გადახდის წლის ბოლომდე გადავადების საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ასოციაციის აპარატში მიმდინარეობდა განაცხადების მიღება 2020 წლის 31 მაისის ჩათლით.
საერთო ჯამში, აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის, ადვოკატთა ასოციაციას მომართა 266-მა წევრმა და აღმასრულებელი საბჭოს 11 ივნისის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანს გადაუვადდა 2020 წლის საწევრო დავალიანების გადახდის ვადა წლის ბოლომდე.
ერთად გავაძლიეროთ ჩვენი პროფესია!