ადვოკატის დღისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაარსებიდან 20 წლის აღსანიშნავად, 08 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
წლევანდელი კონფერენციის თემაა - კონვენცია „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის ეფექტიანი ინსტრუმენტი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
რადგან კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც იწარმოებს ელექტრონული ფორმით და გაიხსნება 29 ოქტომბერს 13:00 საათზე.
შესაბამისად, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს საკომუნიკაციო არხებს, იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ რეგისტრაცია.
კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობება რეგისტრირებულ მონაწილეებს.




