შეხვედრა უზენაეს სასამართლოში

29 ივნისი 2020

საქართველოს სასამართლოს, პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა  „იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს (ბენჩ-ბარი)“ მუდმივმოქმედი ფორმატის დაარსებაზე იმსჯელეს. 

იურიდიულ პროფესიათა შორის კომუნიკაციისა და დისკუსიის გზით, ბენჩ-ბარის ფორმატის ინსტიტუციონალიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრასა და ერთიანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვას. 

ბენჩ-ბარის ფორმატი  დანერგილია და წარმატებით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა  და ევროპის მრავალ ქვეყანაში.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები, რომელთაც ბენჩ-ბარის მუდმივმოქმედი ფორმატის დაარსებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატეს. 

შეხვედრაზე მონაწილე მხარეები შეჯერდნენ დებულების პროექტზე, რომლის ფართო განხილვა და პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გაიმართება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი