შეხვედრა გორში მედიაციის თემაზე

4 დეკემბერი 2018 - 18 დეკემბერი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიაციის საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა. გორში მოღვაწე ადვოკატებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ირაკლი ყანდაშვილი შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების სისტემაში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, მნიშვნელობის გაცნობა გახლდათ.

შეხვედრაზე მედიაციის აქტუალურ საკითხებზე და მედიაციაში ადვოკატების როლზე ისაუბრეს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის" პროექტის ექსპერტმა ლიანა ქარცივაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა.

სასამართლო მედიაცია დავის გადაჭრის ალტერნატიული გზაა. ის არის დავის მოგვარების სწრაფი, კონფიდენციალური, ნაკლებად ხარჯიანი და გაცილებით მარტივი საშუალება. სასამართლო მედიაცია ორიენტირებულია არა მოგება-წაგებაზე, არამდე დავის შეთანხმებით დასრულებაზე. მედიაციაზე მიღწეული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ აღსრულებადია. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში დავის მედიაციაზე გადაცემა შესაძლებელია საქმის ნებისმიერ სტადიაზე (I, II da III ინსტანცია).

სასამართლო მედიაციით სარგებლობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე მედიაციას 143 საქმე გადაეცა, მხარეთა მორიგების მაჩვენებელმა კი  70% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად მედიაცია ვალდებულებითი სამართლებრივი დავის კატეგორიაშია გამოყენებული, მეორე პოზიციაზე სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავის კატეგორიაა.

მესამე წელია საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირისა და გაეროს  ერთობლივ პროექტს „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი