საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) - თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს შემდეგ სასწავლო მოდულზე - სექსუალური შევიწროების საქმეების სამართალწარმოება: ადგილობრივი კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა.
კურსის მიზანია, ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა შეისწავლონ დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების საქმეების ეფექტიანი სამართალწარმოება, ადგილობრივი/საერთაშორისო კანონმდებლობისა და სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით.
კონკურსზე რეგისტრაცია გულისხმობს შემდეგი დოკუმენტების გამოგზავნას:
- CV (ქართულ ენაზე);
- უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
- სამოტივაციო წერილი.
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: trainingcenter@gba.ge
საკონკურსო კომისია შედგება ასოციაციის, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და დარგის შესაბამისი ექსპერტებისგან.
კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მეორე ეტაპი-გასაუბრებას. შერჩეული კანდიდატები, სასწავლო მოდულის მიხედვით, გაივლიან სპეციალურ მომზადებას.
ტრენერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ადვოკატებს;
- სხვა პრაქტიკოს იურისტებს;
- იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებს;
განაცხადების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე.
გისურვებთ წარმატებას!