21-22 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩხეიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა - ლევან იოსელიანმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ნონა ქურდოვანიძემ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს მართლმსაჯულების სფეროსთან მიმართებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი. შეხვედრის დასასრულს მსჯელობა წარიმართა ერთობლივ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
მსგავსი შეხვედრები მართლმსაჯულების თემაზე მომუშავე აქტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.