პროფესიული სტაჟირება გერმანიაში

5 აპრილი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ასოციაციის წევრებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში შერჩეულ ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში გაიარონ პროფესიული სტაჟირება სამოქალაქო და კომერციული სამართლის მიმართულებით.

პროფესიული სტაჟირების მიზანს წარმოადგენს ცოდნის გაღრმავება კომერციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, ევროპული და გერმანული გამოცდილების გაზიარება და გერმანული იურიდიული ფირმების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა.

პროფესიული სტაჟირების დაწყებისა და დასრულების თარიღი: 22 აგვისტო, 2024 – 27 სექტემბერი, 2024.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
  • გერმანული ენის სრულყოფილად ფლობა (შესაძლოა გადამოწმდეს გასაუბრების ფარგლებში);
  • სამუშაო გამოცდილება, სამოქალაქო, კომერციული სამართლის მიმართულებით.

დამატებითი პირობები: 

პროგრამაზე განაცხადის გაკეთების უფლება არ აქვს ადვოკატს, რომელიც: 

  • მუშაობს გერმანიის იურიდიულ ფირმაში, ან ფირმაში, რომელიც ოპერირებს გერმანული იურდიული ფირმის სახელით; 
  • მუშაობს იურიდიულ ფირმაში, რომელსაც ოფისი აქვს გერმანიაში;
  • მუშაობს იურიდიულ ფირმაში, რომელიც გერმანიაში დაფუძნებული იურიდიული ფირმის პარტნიორია.

განაცხადის გაკეთებამდე აუცილებელია გაეცნოთ პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ბმულზე: გერმანულ ენაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შევსებული ფორმა (ვორდის ფორმატში) 2024 წლის 10 მაისამდე გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - tenhaft@irz.de

გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ).

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი