საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ასოციაციის წევრებისთვის აცხადებს კონკურსს.
კონკურსის ფარგლებში შერჩეულ ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში გაიარონ პროფესიული სტაჟირება სამოქალაქო და კომერციული სამართლის მიმართულებით.
პროფესიული სტაჟირების მიზანს წარმოადგენს ცოდნის გაღრმავება კომერციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, ევროპული და გერმანული გამოცდილების გაზიარება და გერმანული იურიდიული ფირმების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა.
პროფესიული სტაჟირების დაწყებისა და დასრულების თარიღი: 27 აგვისტო, 2023 – 28 სექტემბერი, 2023.
სავალდებულო მოთხოვნები:
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მინიმუმ ერთი წელი);
- გერმანული ენის სრულყოფილად ფლობა (გადამოწმდება გასაუბრების ფარგლებში);
- სამუშაო გამოცდილება, სამოქალაქო, კერძოდ კომერციული სამართლის მიმართულებით.
დამატებითი პირობები:
პროგრამაზე განაცხადის გაკეთების უფლება არ აქვს ადვოკატს, რომელიც:
- მუშაობს გერმანიის იურიდიულ ფირმაში, ან ფირმაში, რომელიც ოპერირებს გერმანული იურდიული ფირმის სახელით;
- მუშაობს იურიდიულ ფირმაში, რომელსაც ოფისი აქვს გერმანიაში;
- მუშაობს იურიდიულ ფირმაში, რომელიც გერმანიაში დაფუძნებული იურიდიული ფირმის პარტნიორია.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა;
- რეზიუმე/CV (ქართულ და გერმანულ ენაზე);
- უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ფოტოსურათი (რეზოლუციით 3/4);
- საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ერთ ფაილად გამოგვიგზავნოთ დოკუმენტების ჩამონათვალი ელ. მისამართზე: a.gogolauri@gba.ge სათაურის ველში მიუთითეთ ,,პროფესიული სტაჟირება გერმანიაში“ და რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელი და გვარით.
დაინტერესებულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად:
- მიღებული განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 18 აპრილის 15:00 საათი.
გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ).
განაცხადის გაკეთებამდე აუცილებელია გაეცნოთ პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ბმულზე: გერმანულ ენაზე, ინგლისურ ენაზე.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ ზემოაღნიშნული პროგრამის მიზნებისთვის.