საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) ურთიერტთანამშრომლობის ფარგლებში ასოციაციის წევრებისთვის აცხადებს კონკურსს.
კონკურსში გამარჯვებულ ადვოკატს შესაძლებლობა ეძლევა გერმანიაში გაიაროს ერთთვიანი პროფესიული სტაჟირება ბიზნეს სამართლის მიმართულებით. სტაჟირების პარალელურად, შერჩეული აპლიკანტი დაესწრება სემინარს ბიზნეს სამართალში.
მოკლედ სასწავლო/პროფესიული პროგრამის შესახებ: პროგრამის მიზანს წარმოადგენს ცოდნის მიღება და გაღრმავება კომერციული, სამოქალაქო და ბიზნეს სამართლის მიმართულებით, ისევე როგორც იურიდიული ფირმების გერმანული საქმისწარმოების სტილისა და მუშაობის სპეციფიკის შეცნობა.
სასწავლო/პროფესიული პროგრამის დაიწყებისა და დასრულების თარიღი: 22.04.2020 – 30.05.2020
სავალდებულო მოთხოვნები:
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მინიმუმ ერთი წელი);
** გერმანული ენის სრულყოფილად ფლობა(გადამოწმდება გასაუბრების ფარგლებში);
**კანდიდატი უნდა მუშაობდეს სამოქალაქო, კერძოდ ბიზნეს ან/და სამეწარმეო სამართლის მიმართულებით;
აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენინგები/კურსები);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** CV/ბიოგრაფია (ქართულ და გერმანულ ენებზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** ადვოკატის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
** ფოტოსურათი ზომით ¾ (ელექტრონული ვერსია);
**გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 17 ნოემბერი 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი ელ. მისამართზე: t.imnaishvili@gba.ge სათაურის ველში მიუთითეთ ,,სტაჟირება გერმანიაში“.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაინტერესებულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად:
- მიღებული განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.