ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩატარდა

5 დეკემბერი 2023

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში 2-3 დეკემბერს ჩემპიონატის მონაწილე სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩატარდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა (SEU) და სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილე სტუდენტებისთვის სატრენინგო პროცესს კვალიფიციური ფასილიტატორები უძღვებოდნენ, რომლებიც ჩემპიონატის მონაწილეებს იმიტირებული პროცესებისათვის ამზადებენ.   

სტუდენტებისთვის, რომლებიც იმიტირებულ პროცესებზე დაცვის მხარეს წარმოადგენენ ტრენინგები ჩაატარეს ფასილიტატორმა ადვოკატებმა: ზაზა დათუკიშვილმა, ლედი კორძაძემ და სულხან კომახიძემ.

ხოლო, სტუდენტებისთვის, რომლებიც პროცესებზე ბრალდების მხარეს წარმოადგენენ ტრენინგებს უძღვებოდნენ ფასილიტატორი პროკურორები: თორნიკე ტყაბლაძე, თორნიკე ნადირაძე და ვლადიმერ ბექიშვილი.

შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგები, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ალტე უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. ტრენინგების დასრულების შემდეგ კი შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები გაიმართება. ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე ორი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება რეგიონებიდან, ხოლო, ორი თბილისიდან. საუკეთესო გუნდები ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ. 

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება.  

„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე, მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი