მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსება

16 ივლისი 2020

მნიშვნელოვანი დღე ქართული მართლმსაჯულების სისტემის ისტორიაში

დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ოფიციალურად დაარსდა „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო“ და საფუძველი ჩაეყარა ე.წ. ბენჩ-ბარ ფორმატის ინსტიტუციონალიზაციას. 

ბენჩ-ბარის ფორმატის მიზანია იურიდიულ პროფესიათა შორის რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების გზით მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. 

ბენჩ-ბარის ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მიერ. 

ვულოცავთ საქართველოს იურიდიულ პროფესიას ამ მნიშვნელოვან დღეს და მადლობას ვუხდით საქართველოს სასამართლო სისტემასა და პროკურატურას ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი