მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

11 ივლისი 2022

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

ორდღიან სამუშაო შეხვედრაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები,  საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, მოსამართლეები,  ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, ჯორჯიის შტატის მოსამართლე ბენ სტადარტი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

Bench & Bar-ის შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებთან შერჩევის სხდომასა და მათთან შეკითხვების ფორმირებაზე ისაუბრეს.  ასევე, საუბარი შეეხო ინსტიტუტის არსებობის მანძილზე გამოვლენილ ხარვეზებს, გამოწვევებსა და მიღწევებს. 

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატს საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი იურიდიულ პროფესიათა შორის რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების გზით მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი