6 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს

29 აპრილი 2025

06 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში იმართება. 

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემები იქნება: 

  • სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება/აქტივების მოძიება;
  • საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები/ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არბიტრაჟი;
  • იურისდიქციის/განსჯადობის აქტუალური საკითხები.

ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს ინგლისური სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ბიზნეს სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმები და სამართლის უზენაესობა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი ბარისტერები და სოლისიტორები. 

ფორუმში მონაწილეობა დადასტურდება პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე.

მონაწილეთა რეგისტრაცია 01 მაისს, 14:00 დან დაიწყება.

სამუშაო ენა ინგლისური/უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი