კონკურსი - ექსპერტი ადვოკატთა პროფესიული ეთიკისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით

26 მარტი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესახებ: ადვოკატთა ასოციაცია არის „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას. 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ადგილობრივ ექსპერტზე, რომელიც მოამზადებს ანალიტიკურ დოკუმენტს ადვოკატთა გამოხატვის თავისუფლებაზე.

ეთიკის კომისიის პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასამართლოსთან, კოლეგებთან თუ პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობის მომწესრიგებელი სტანდარტების დაცვა ადვოკატთა მიერ აზრის გამოხატვისას ბოლო წლების გამოწვევას წარმოადგენს. ეთიკის კომისიის სტატისტიკური ინფორმაციით მეორე ადგილი დაიკავა იმ საქმეებმა, სადაც სადავო გახდა ადვოკატის მიერ აზრის გამოხატვისას პროფესიული ღირებულებების დაცვა. პუბლიკაციის მიზანია მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, აშშ-ს პრაქტიკის, მათ შორის ამერიკის უზენაესი სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკას ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც განავითარებს გაიდლაინებს და რეკომენდაციებს ადვოკატებისთვის. ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის ნაწილში პროექტი ითვალისწინებს ამერიკელი ექსპერტის ჩართვას. პუბლიკაცია დაიბეჭდება.

ექსპერტის სამუშაოს მიზანი 

ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება ადვოკატთა გამოხატვის თავისუფლებაზე. 

სამუშაოს ვადა: 10 სამუშაო დღე.
შესრულების პერიოდი: აპრილი - სექტემბერი.

სამუშაო აღწერილობა: 

• ეთიკის კომისიის წევრებთან და უცხოელ ექსპერტთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა 
• ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი
• უცხოელ ექსპერტთან მუშაობა 
• ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება ადვოკატთა გამოხატვის თავისუფლებაზე
• დამკაბადონებელთან მუშაობა 
• პუბლიკაციის პრეზენტაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

• სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული საქმიანობის შესაბამისი სულ მცირე 8 წლის      გამოცდილება; 
• ქართულის და ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა და საუბარი); 
• იურიდიული კვლევის ჩატარებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
• პუბლიკაციებზე მუშაობის გამოცდილება;
• შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
• კომუნიკაციის უნარი;
• დამოუკიდებლად და ჯგუფში მუშაობის უნარი;
• ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ცოდნა;
• სასურველია იცნობდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობას. 

განაცხადების წარდგენის პროცესი:

• დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: ethics@gba.ge
• განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 4 აპრილი.
• დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ კონკურსის დასახელება - ექსპერტი ადვოკატთა გამოხატვის თავისუფლებაზე ანალიტიკური დოკუმენტის მოსამზადებლად.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი