თბილისში მოქმედი კომიტეტების წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

31 იანვარი 2022

ძვირფასო წევრებო,

გაცნობებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციაში მოქმედ კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების წევრებს გაწეული საქმიანობისა და ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ასოციაციის თბილისში მოქმედი კომიტეტების განახლებული სტრუქტურა, ასევე კომიტეტების ფორმირებისა და საქმიანობის წესი. განახლებული კომიტეტების ჩამონათვალი და შესაბამისი დებულებები შეგიძლიათ იხილოთ -  ბმულზე. 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სისხლის სამართლის კომიტეტის ფარგლებში იფუნქციონირებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფი 10 წევრის შემადგენლობით. შესაბამისად, კომიტეტში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის შევსებისას, სისხლის სამართლის კომიტეტის არჩევის დროს, სურვილის შემთხვევაში, იქვე მიუთითეთ, რომ გსურთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფის წევრობა. 

გაცნობებთ, რომ თბილისში მოქმედი კომიტეტების ფორმირების მიზნით მიმდინარეობს ასოციაციის წევრთა განაცხადების მიღება სასურველ კომიტეტში გაწევრიანების თაობაზე.

კომიტეტებში გაწევრიანება შეუძლიათ მოქმედი სტატუსის მქონე ყველა ადვოკატს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი დებულებით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი კომიტეტის დებულებას.

კომიტეტის წევრობის მსურველმა კანდიდატებმა 2022 წლის 10 თებერვლის 17:00 საათამდე საჭიროა წარმოადგინონ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა და მოთხოვნილი დოკუმენტები შემდეგი ბმულის გამოყენებით: კომიტეტში გაწევრიანება

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2987878 (შიდა ნომერი 6).

გისურვებთ წარმატებას! 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი