ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) უკრაინის ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშრებით ვებინარს ჩაატარებს

23 მარტი 2022

ომი უკრაინის წინააღმდეგ -  ჰუმანიტარული სამართალი და ევროპის პასუხი: ევროკავშირის გაერთიანება და მისი წევრი ქვეყნები. ამ თემაზე 29 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) ვებინარს გამართავს. 
ვებინარი Zoom- ის ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს  შეუძლია ბმულზე:
 https://tinyurl.com/4d6723es  
ID: 811 3993 0491 PIN 740189

წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

მომხსენებლები უკრაინაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრებენ, თუ რა ნაბიჯებით პასუხობს ევროკავშირის იურიდიული პროფესის გაერთიანება არსებულ გამოწვევებს. 
ვებინარს მისასალმებელი სიტყვით გახსნის მარია სლაზაკი - ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი.

სპეციალური სტუმარი: ანდრი კოსტინი - უკრაინის პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, იურისტი.

მომხსენებლები: 
ნოემი ალარკო ველასკო - ადვოკატი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE)მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 
მარჩინ გორსკი - ადვოკატი, პროფესორი,(ლოძის უნივერსიტეტი)
ალექსანდრე ორახელაშვილი - დოქტორი,  (ბირმინგამის სამართლის სკოლის უნივერსიტეტი.)
ნილსონ სანჩეს სტიუარტი - დოქტორი, ადვოკატი, (მალაგის ადვოკატთა ასოციაციის  იურიდიული პრაქტიკის სკოლა).

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი