ადვოკატთა ასოციაციაში დარგობრივი სპეციალიზაციის კურსის - „სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი“, პირველი სესია ჩატარდა. კურსს ექსპერტი, კობა ყალიჩავა უძღვებოდა.
კურსის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, მიუნხენის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა, ბერნდ შუნემანმა და ქართულ-გერმანული სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.
დარგობრივი სპეციალილზაციის კურსს აღიარებული ქართველი და გერმანელი ექსპერტები უძღვებიან. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, ხოლო, ადვოკატებს დარგის სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭებათ.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციამ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის დანერგვა 2024 წელს დაიწყო. დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემა ნებაყოფლობითია და მიზნად ისახავს სამართლის სხვადასხვა ვიწრო მიმართულებაში ადვოკატებისთვის დარგობრივი კვალიფიკაციის მინიჭებას. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხიან მართლმსაჯულებას იურიდიული სერვისების ხარისხის ამაღლების გზით.