ასოციაციის წევრთა მხარდაჭერის ღონისძიებები

18 მაისი 2020

ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მდგრადობა პროფესიული თვითმმართველობის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, ჩვენი პროფესიული ერთობის მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო და იქნება კოლეგიური სოლიდარობა, მათ შორის იმ წევრების თანადგომა, რომლებიც გარკვეულ ფინანსურ სირთულეებს განიცდიან. ჯერ კიდევ 2005 წელს, ადვოკატთა საერთო კრების მიერ დამტკიცებული წესდებით (მუხლი 29) განისაზღვრა ყოველწლიური 200 ლარიანი საწევროს ოდენობა. ამასთან, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, დადგინდა საწევრო შეღავათებით სარგებლობის წესი და კრიტერიუმები, რითიც, დღეის მდგომარეობით, საერთო ჯამში 1500-მდე ჩვენი კოლეგა სარგებლობს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა იურიდიული პროფესიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც უარყოფითად იმოქმედა რიგი ჩვენი კოლეგების ფინანსურ მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ თანადგომა აღმოვუჩინოთ კოლეგებს და ამასთანავე, საფრთხის წინაშე არ დადგეს ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მდგრადობა, შემუშავებულ იქნა წევრთა მხარდაჭერის ღონისძიებები, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს ერთხმივი გადაწყვეტილებით დამტკიცდა. 

1. საწევრო შენატანების მიმართულებით: 

(ა) მოქმედი წევრები, რომელთაც გადასახდელი აქვთ 2020 წლის საწევრო (რომლის გადახდის ვადად წესდების 29-ე მუხლით დადგენილია 2019 წლის 31 დეკემბერი) და შეექმნათ ფინანსური სირთულეები, ასოციაციისადმი მიმართვის საფუძველზე, შეუძლიათ მიმდინარე წლის საწევრო დავალიანების გადახდა გადაავადონ კიდევ 6 თვით, 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე

მომართვის წესი: იმ წევრებს, რომელთაც შეექმნათ ფინანსური სირთულეები  და აქვთ 2020 წლის საწევრო დავალიანების გადახდის გადავადების საჭიროება, 2020 წლის 31 მაისის 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ასოციაციას შემდეგი ელექტრონული ფორმის შევსების გზით: https://bit.ly/3dKSYJP

შენიშვნა 1: იმ წევრებთან მიმართებით, რომლებიც აღნიშნულ ვადაში არ შეავსებენ ზემოაღნიშნულ ელექტრონულ ფორმას, ჩაითვლება, რომ მათ სურვილი აქვთ არ ისარგებლონ საწევრო დავალიანების გადავადებით და დროულად უზრუნველყონ 2020 წლის საწევრო დავალიანების გადახდა.

(ბ) მოქმედი წევრები, რომელთაც აღმასულებელი საბჭოს 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1-ელ მარტამდე გადავადებული ქონდათ 2017-2018-2019 წლების საწევრო დავალიანების გადახდა, აღნიშნული დავალიანების გადახდის ვადა ასოციაციისადმი მომართვის გარეშე გაუგრძელდებათ 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე.  

2. სოციალური დახმარების ფონდის ბიუჯეტის გაზრდის მიმართულებით:  

მიუხედავად არსებული კრიზისული სიტუაციისა, მოვახდინეთ ასოციაციის ბიუჯეტის საოპერაციო ხარჯების იმგვარი ოპტიმიზაცია (სამივლინებო, წარმომადგენლობითი, ადმინისტრაციული და მსგავსი ხარჯების შემცირების ხარჯზე), რომ არ შეფერხდეს ორგანიზაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელება, მაგრამ ამავდროულად გაიზარდოს ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდის ბიუჯეტი დამატებით 30 000 ლარით.

შესაბამისად, მიმდინარე წელს ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდს ექნება მეტი შესაძლებლობა მხარდაჭერა აღმოუჩინოს იმ წევრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისი წესით მიმართავენ ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდს. ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3caidVj

3. დისტანციურ სამართალწარმოებაში მხარდაჭერის მიმართულებით:

იმის გათვალისწინებით, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სასამართლოში ზოგიერთ საქმეთა განხილვა მიმდინარეობს დისტანციური წესით და რიგ წევრებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა შეიძინონ საჭირო ტექნიკური საშუალებები ან/და არ აქვთ წვდომა სათანადო ხარისხის ინტერნეტთან, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით შევიძინეთ 14 შესაბამისი მონაცემების კომპიუტერი და ადვოკატთა ასოციაციის ყველა რეგიონულ ოფისში მოეწყო კომპიუტერული ოთახები, რითიც ზემოაღნიშნული წევრები შეძლებენ დისტანციურ სასამართლო სხდომებში მონაწილეობას. 
ამ სერვისით სარგებლობის წესთან დაკავშირებით იხილეთ ბმული: წესები

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი