როგორ მივმართო ფონდს

ფონდის გამგეობა ფინანსური დახმარების სახეების შესაბამისად ინდივიდუალურად განიხილავს ყველა განაცხადს და გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში.

ადვოკატთა სოციალური დაცვის ხელშეწყობის ფონდი ითვალისწინებს შემდეგ ფინანსური დახმარების სახეებს: 

►ერთჯერად ფულად დახმარებას მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ასოციაციის წევრი ადვოკატის 0-5 წლამდე შვილებისთვის გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევაში.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტები: ადვოკატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, სამედიცინო ცნობა - ფორმა 100, ხარჯთაღრიცხვა, საბანკო რეკვიზიტები;

►ერთჯერად ფულად დახმარებას ასოციაციის წევრი ადვოკატისთვის მეოთხე და ყოველი შემდეგი შვილის დაბადებისას.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტები: ადვოკატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, საჭიროების შემთხვევაში ქორწინების მოწმობა ან სხვა სავალდებულო დოკუმენტების ასლები, საბანკო რეკვიზიტები.

►ერთჯერად ფულად დახმარებას ასოციაციის წევრი ადვოკატისთვის გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევაში (თუ აღნიშნულს არ მოიცავს სახელმწიფო დაზღვევა). 

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტები: ადვოკატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სამედიცინო ცნობა - ფორმა100, ხარჯთაღრიცხვა, საბანკო რეკვიზიტები.

►ერთჯერად ფულად დახმარებას უბედური შემთხვევის და სტიქიური კატასტროფის შედეგად დაზარალებული ასოციაციის წევრი ადვოკატისთვის (მეწყერის, ზვავის, წყალდიდობის, ხანძრის ან სხვა სტიქიური კატასტროფის შედეგად მიყენებული ზიანი).

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტები: ადვოკატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, დაზარალებულად აღიარების დოკუმენტი, საბანკო რეკვიზიტები.

►ერთჯერად ფულად დახმარებას ასოციაციის წევრი ადვოკატის გარდაცვალების შემთხვევაში.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტები: ადვოკატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები.

►ერთჯერად ფულად დახმარებას ასოციაციის წევრი ადვოკატის მძიმედ დაავადების შემთხვევაში.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტები: ადვოკატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სამედიცინო ცნობა - ფორმა100, ხარჯთაღრიცხვა, საბანკო რეკვიზიტები.

►ზემოაღნიშნული გარემოებების გარდა ფონდი უფლებამოსილია გამონაკლისის წესით გასცეს სოციალური დახმარება კონკრეტულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

*შენიშვნა: განაცხადი შეგიძლიათ წარადგინოთ ასოციაციის ოფისში მატერიალური სახით ან დისტანციურად (იხილეთ "ფონდისთვის მიმართვა" ქვემოთ). იმ შემთხვევაში თუ განაცხადი ივსება ადვოკატის ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ, ზემოაღნიშნულ კონკრეტული ფინანსური დახმარების მოთხოვნის შესაბამისად სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნას განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტის ასლები.

(ივსება მხოლოდ ადვოკატის ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ განაცხადის შევსების შემთხვევაში)
(ივსება მხოლოდ ადვოკატის ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ განაცხადის შევსების შემთხვევაში)
(ივსება მხოლოდ ადვოკატის ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ განაცხადის შევსების შემთხვევაში)

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი