საწევრო შენატანი

საწევრო შენატანი გადაიხდება ფულადი სახით და ოდენობა შეადგენს 200 ლარს. პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ ყოველი მომდევნო წლის საწევრო შენატანის გადახდა ხდება ყოველწლიურად, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ასოციაციის საბანკო რეკვიზიტებზე.

 

საშეღავათო საწევრო

ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულია ასოციაციის იმ წევრების შერჩევის კრიტერიუმები, რომლებზეც ვრცელდება აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილი საშეღავათო საწევროს გადახდის ვალდებულება: 

50%-იანი საწევრო შეღავათი ვრცელდება ასოციაციის შემდეგ წევრებზე: 

მრავალშვილიანი მშობლები (3 და მეტი არასრულწლოვანი შვილების შემთხვევაში);
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები და შვილების დაბადების მოწმობის ასლები.

მარტოხელა დედა (მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირი);
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შვილის დაბადების მოწმობა და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სტატუსის შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (I და II ჯგუფი);
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

წევრები, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ რეგიონებში;
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და რეგიონის საგადასახადო სამსახურიდან გაცემული ცნობა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შესახებ.

წევრები, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ როგორც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროების საზოგადოებრივი ადვოკატები;

აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა რეგიონულ ბიუროში საზოგადოებრივ ადვოკატად მუშაობის შესახებ.

საპენსიო ასაკს მიღწეული პირები;
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მქონე პირები;
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;

აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ:  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1989 წლის 9 აპრილს ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული პირები.
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი. 

 

75%-იანი საწევრო შეღავათი ვრცელდება ასოციაციის შემდეგ წევრებზე: 

საპენსიო ასაკის მქონე წევრები რომლებიც ამავდროულად საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს რეგიონებში;
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა და რეგიონის საგადასახადო სამსახურიდან გაცემული ცნობა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შესახებ.

საპენსიო ასაკის მქონე წევრები, რომლებიც ამავდროულად არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (I და II ჯგუფი);
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (I და II ჯგუფი), რომლებიც ამავდროულად საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ რეგიონებში;
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეგიონის საგადასახადო სამსახურიდან გაცემული ცნობა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შესახებ.

წევრები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

 

წევრზე საშეღავათო საწევრო ვრცელდება მის მიერ შესაბამისი განცხადებისა ან/და დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის საფუძველზე. საშეღავათო საწევროზე განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ასოციაციის ოფისში მატერიალური სახით ან დისტანციურად (იხილეთ "მიმართვა საშეღავათო საწევროზე" ქვემოთ).

*შენიშვნა: გთხოვთ, მომართვისას გაითვალისწინოთ შეღავათის სახე და მოთხოვნის შესაბამისად სრულყოფილად ატვირთოთ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტები.  

საჩივარი ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების საქმეზე

ს.ს.ი.პ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიას

განმცხადებელი

განმცხადებლის წარმომადგენელი

ადვოკატი

საჩივრის შინაარსი

გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ ფაქტები და მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: ადვოკატთან ურთიერთობის დაწყების თარიღი; გასაწევი საადვოკატო მომსახურების შინაარსი; აღწერეთ, რა ქმედებები განახორციელა და/ან არ განახორციელა ადვოკატმა; ადვოკატთან ურთიერთობის დასრულების მიზეზი და პერიოდი; რატომ გაგიჩნდათ პრეტენზია ადვოკატის მიმართ
გთხოვთ, წარმოადგინოთ იმ დოკუმენტების ასლები, რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ მითითებულ ფაქტობივ გარემოებებს. არ წარმოადგინოთ დოკუმენტების ორიგინალები
აპირებთ ეთიკის კომისიაში მოწმის სახით პირის წარმოდგენას, რომელსაც შეუძლია დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს თქვენს მიერ მითითებულ ფაქტებზე?

კონფინდენციალურობის საკითხი

გაცნობებთ, რომ „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგენლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“დებულების მე–3 მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების პროცესი კონფიდენციალურია და დისციპლინური კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა.

საჩივრის დადასტურება

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი