არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლის სამართალი) სპეციალიზებულ კურსზე რეგისტრაცია!

7 სექტემბერი 2020

ადვოკატთა ასოციაცია ღია საზოგადოების ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ სპეციალიზებულ კურსზე.

დაინტერესებულ ადვოკატებს, რომლებიც მუშაობენ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, სპეციალუზებულ კურსზე რეგისტრაციას შეძლებენ 7 სექტემბრიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კურსზე მონაწილეთა სიაში მოხვდება პირველი 25 რეგისტრირებული ადვოკატი.  ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში, ჯგუფის შევსება მოხდება მომლოდინეთა სიიდან რიგითობის მიხედვით.

მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება, შესაბამისი რაოდენობის ადვოკატის დარეგისტრირებისთანავე.

კურსის ჩატარების თარიღი და სხვა დეტალები, მონაწილეებს ეცნობებათ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს: 2 98 78 78
გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი