ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია უზბეკეთში

14 ნოემბერი 2022

ასოციაციის განვითარების პერსპექტივები და უზბეკეთისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება - ამ თემაზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა ტაშკენტში, რომელშიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციაც მონაწილეობდა.  კონფერენციას ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მსოფლიოს 30 - ზე მეტი ქვეყნიდან. 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვი მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

ქართული დელეგაციის წევრებმა ტარიელ კაკაბაძემ, მარიამ კუბლაშვილმა და ამირან გიგუაშვილმა უცხოელ კოლეგებს  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ დანერგილი პრაქტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, კერძოდ, საკითხები შეეხო  თანამედროვე ტექნოლოგიებს ასოციაციის საქმიანობაში და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე არსებულ პრაქტიკასა და მიღწევებს. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უზბეკეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი