ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

15 ნოემბერი 2021

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 04 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება.

ადვოკატთა ასოციაციის წესდების 13.7¹ მუხლის შესაბამისად, საერთო კრება (გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნებისა) გაიმართება წევრთა დისტანციური დასწრებით - სპეციალური ელექტრონული პორტალის - www.saertokreba.gba.ge - მეშვეობით, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული დროისა და რიგითობის მიხედვით. ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები (ფარული კენჭისყრა) გაიმართება 2021 წლის 11 დეკემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ფიზიკურ სივრცეში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. №118, „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი.

სპეციალური ელექტრონული პორტალის მეშვეობით საერთო კრებაზე რეგისტრაციასთან ერთად, რიგის თავიდან აცილების მიზნით, წევრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ფარულ კენჭისყრაზე გამოცხადების კონკრეტული დროის მონაკვეთი. (შენიშვნა: სპეციალური ელექტრონული პორტალის მოხმარების ვიდეო-ინსტრუქცია და წესები გამოქვეყნდება ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შესახებაც წევრებს ეცნობებათ ერთიან სიაში ფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომრებზე).

ადვოკატთა ასოციაციის 2021 წლის 04-11 დეკემბრის საერთო კრების

დღის წესრიგი

  • 04 დეკემბრის 10:00-დან 06 დეკემბრის 17:00-მდე - კრებაზე რეგისტრაცია, ელექტრონული პორტალით - www.saertokreba.gba.ge
  • 06 დეკემბერი, 18:00 - კვორუმის გამოცხადება და კრების გახსნა, ელექტრონული პორტალით - www.saertokreba.gba.ge
  • 06 დეკემბრის 18:00-დან 07 დეკემბრის 10:00-მდე - შესვენება
  • 07 დეკემბრის 10:00-დან - 15:00-მდე - ხმის დამთვლელი კომისიის წევრობის კანდიდატთა თვითნომინირება, ელექტრონული პორტალით - www.saertokreba.gba.ge
  • 07 დეკემბრის 15:00-დან 17:00-მდე - შესვენება
  • 07 დეკემბრის 17:00-დან 09 დეკემბრის 17:00-მდე - ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევა (ხმის მიცემა), ელექტრონული პორტალით - www.saertokreba.gba.ge
  • 09 დეკემბრის 18:00 - ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევის შედეგების გამოცხადება, ელექტრონული პორტალით - www.saertokreba.gba.ge
  • 09 დეკემბრის 18:00-დან 11 დეკემბრის 10:00-მდე - შესვენება
  • 11 დეკემბრის 10:00-დან - 19:00-მდე - ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები (ფარული კენჭისყრა). მისამართი: თბილისი, წერეთლის №118, “ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი.
  • 11 დეკემბრის 19:00-დან 21:00-მდე - ხმების დათვლა
  • 11 დეკემბრის 21:00 - არჩევნების შედეგების გამოცხადება
  • 11 დეკემბრის 21:15 - კრების დახურვა

საერთო კრების ფარგლებში, 2021 წლის 11 დეკემბერს, გაიმართება ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის (12 ადვოკატი წევრი, 6 სათადარიგო წევრი, 3 არაადვოკატი წევრი) და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები, 4 წლის ვადით. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30.2. პუნქტის თანახმად, ასოციაციის თავმჯდომარის ანდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა საყურადღებოდ!

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-131 მუხლის თანახმად, 2021 წლის 22 ნოემბრის 18:00 საათამდე, ასოციაციის აპარატში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N11), წარმოადგინოთ განცხადება არჩევნებზე თქვენი ნომინირების  შესახებ (განცხადების ფორმა იხ. ქვემოთ).

კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს თავისი კანდიდატურა მხოლოდ ერთ არჩევით ორგანოში. კანდიდატად ნომინირების თაობაზე განცხადების წარმოდგენის ვადის გასვლის შემდეგ (22 ნოემბერი, 18:00), კანდიდატის ნომინირება დაუშვებელია.

ასოციაციის თავმჯდომარეობის, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრის ნომინირებისთვის საჭირო საბუთები:

  • განცხადება ნომინირების შესახებ (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი სახით)
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრის ნომინირებისთვის საჭირო საბუთები და მოთხოვნები:

  • განცხადება ნომინირების შესახებ (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი სახით). განცხადების ფორმაგადმოტვირთეთ აქ
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

შენიშვნა: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით.

ეთიკის კომისიის არაადვოკატი წევრის ნომინირებისთვის საჭირო საბუთები და მოთხოვნები:

  • განცხადება ნომინირების შესახებ (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი სახით). განცხადების ფორმა - გადმოტვირთეთ აქ.
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ.

შენიშვნა: ეთიკის კომისიის არაადვოკატი წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით, რომელიც არაა ნასამართლევი, სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით და არის თავისი სფეროს გამოჩენილი სპეციალისტი.

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30.1. პუნქტის თანახმად, ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად თუ: (ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება; (ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში; (გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.

განცხადებები შესაბამისი თანდართული საბუთებით უნდა წარმოადგინოთ 2021 წლის 22 ნოემბრის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თბილისი,  ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N11. 

 

 

დაინტერესებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების საყურადღებოდ!

დაინტერესებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომელთაც აქვთ სურვილი დააკვირდნენ არჩევნების მსვლელობის პროცესს, 2021 წლის 16 ნოემბრის 10:00 საათიდან 22 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ აკრედიტაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში (თითო ორგანიზაციიდან არაუმეტეს 1 წარმომადგენელი). აკრედიტაციის გავლის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ოფიციალური მოთხოვნის ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: r.tsintsadze@gba.ge.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2021 წლის 04 - 11 დეკემბრის საერთო კრების რეგლამენტი - იხილეთ აქ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი