ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-6 (სამართლიანი განხილვის უფლება) მუხლები.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა:
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში;
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის ძირითადი პრინციპები: დაკავება, გაჩერება და ჩხრეკა, კანონიერება, მართლზომიერება და თვითნებობის დაუშვებლობა;
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის გამოყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე;
- აღკვეთის ღონისძიების სახეები და გამოყენების სტანდარტები: ბრალდებულის მიმალვის საფრთხე და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
- აღკვეთის ღონისძიების სახეები და გამოყენების სტანდარტები: ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე;
- მტკიცებულებების დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (მტკიცებულების დასაშვებობის სტანდარტი; ირიბი მტკიცებულებები; სისხლის სამართლის პროცესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება);
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა;
სესიებს უძღვებოდნენ ექსპერტები:
ლევან მესხორაძე, ივანა როანა, მერი აღაპიშვილი, შორენა ლოლაძე, მადონა მაისურაძე, ნანიკო ზაზუნაშვილი, თემურ ცინდელიანი, მაკა გაგიევი და ლევან მახარაშვილი.
ორდღიანი ტრენინგი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.