ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

27 მაისი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის სასწავლო მოდული შემუშავდა და ორდღიანი სიღრმისეული ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ეფექტური და ეთიკური კომუნიკაცია საზოგადოებასა და მედიასთან. 

ტრენერთა ტრენინგის უძღვებოდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ამერიკელი ექსპერტი, პროფესორი - ჯეისონ დესანტო. 

ტრენერთა ტრენინგის მიზანია ასოციაციაში ტრენერთა ჯგუფის ფორმირება, რომელიც ყველა დაინტერესებული ადვოკატის შემდგომი გადამზადების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი