ადვოკატთა ასოციაციის საჭადრაკო გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს კორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც 25-26 ნოემბერს ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა. ჩემპიონატში 30-მდე გუნდი მონაწილეობდა.
კორპორატიულ ჩემპიონატში ადვოკატებმა თამაში მოგებით დაასრულეს მუნიციპალური განვითარების სააგენტოსთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კომპანიასთან F1 და კომპანიასთან MBC, ხოლო, ყაიმით დასრულდა შეხვედრა კომპანია „თეგეტას“ გუნდთან.
ადვოკატთა ასოციაციის სახელით ჩემპიონატში ის ადვოკატები მონაწილეობდნენ, რომლებიც შიდა ტურნირის შედეგად მოწინავე მოთამაშეებად დასახელდნენ.
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ასოციაციის სახელით, სწორედ აღნიშნული შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირებში.
ადვოკატთა ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით გუნდის თითოეულ წევრს საქართველოს კორპორატიულ ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის.
ასევე, მადლობას ვუხდით ადვოკატებს, უჩა ძიმისტარიშვილსა და ანა ჯალაღონიას ასოციაციის შიდა საჭადრაკო ტურნირის ორგანიზებისთვის.