ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების განახლება დაიწყო!

2 თებერვალი 2023

ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების მოქმედი შემადგენლობა 2021 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ აქტიური ვარჯიშისა და შრომის შედეგად, ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა მასტერ ლიგა 3-ში და მასტერ ლიგა 2-ში გადავიდა. ასოციაციის გუნდმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ტურნირზე.

ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით მოქმედი ნაკრების თითოეულ წევრსა და მწვრთნელს, თენგო სულაქველიძეს ჩვენი პროფესიის საფეხბურთო სფეროში  ღირსეულად წარმოჩენისთვის. 

ასოციაციის ნაკრების შემდგომი გაძლიერებისა და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირში კიდევ უფრო წარმატებული მონაწილეობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი საფეხბურთო ნაკრები მუდმივად განახლდება.

ასოციაციის ნაკრებში მოხვედრის მსურველი ადვოკატები და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეები ფიზიკურ მომზადებას გაივლიან, საბოლოოდ კი მათ ასოციაციის ნაკრების მწვრთნელი ვარჯიშებზე დაკვირვების საფუძველზე შეარჩევს. განახლებულ შერჩევას ექვემდებარებიან, როგორც ნაკრების მოქმედი წევრები, ასევე ახალი მსურველები. 
ვარჯიშებსა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველმა ადვოკატებმა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებმა, უნდა შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ასოციაციის ნაკრების მწვრთნელი, შესაბამისი პერიოდულობით, მსურველებს ვარჯიშზე გამოცხადების შეთანხმების მიზნით თავად დაგიკავშირდებათ. 
გისურვებთ წარმატებას!
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი