ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების მოქმედი შემადგენლობა გასული წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა. იმავე წელს, აქტიური ვარჯიშისა და შრომის შედეგად, ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა მასტერ ლიგა 3-ში და მასტერ ლიგა 2-ში გადასვლაც შეძლო. ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით მოქმედი ნაკრების თითოეულ წევრსა და მწვრთნელს - თენგო სულაქველიძეს ჩვენი პროფესიის საფეხბურთო სფეროში ღირსეულად წარმოჩენისთვის.
ასოციაციის ნაკრების შემდგომი გაძლიერებისა და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირში კიდევ უფრო წარმატებული მონაწილეობისთვის, თებერვლის თვეში განხორციელდება ჩვენი საფეხბურთო ნაკრების განახლება.
ასოციაციის ნაკრებში მოხვედრის მსურველი ადვოკატები და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეები ფიზიკურ მომზადებას გაივლიან, საბოლოოდ კი მათ ასოციაციის ნაკრების მწვრთნელი ვარჯიშებზე დაკვირვების საფუძველზე შეარჩევს. განახლებულ შერჩევას ექვემდებარებიან როგორც ნაკრების მოქმედი წევრები, ასევე ახალი მსურველები.
ვარჯიშებსა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველმა ადვოკატებმა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებმა, არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლამდე საჭიროა შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ასოციაციის ნაკრების მწვრთნელი, შესაბამისი პერიოდულობით, თავად დაუკავშირდება მსურველებს ვარჯიშზე გამოცხადების შეთანხმების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!