ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივა ადვოკატთა დაბეგვრასთან დაკავშირებით

22 აპრილი 2020

03 აპრილს, ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა დაბეგვრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინიციატივებით საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართა.

იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო მდგომარეობით შექმნილმა ვითარებამ მრავალი ჩვენი თანამოქალაქე რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა, რაც თავის მხრივ, უარყოფით ზეგავლენას ახდენს იურიდიულ სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობაზე და ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენის საქმიანობის ეფექტურობაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილები: 

1. საადვოკატო საქმიანობიდან იმ ფ/პ ადვოკატის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, ნაცვლად 20%-ისა დაიბეგროს 5%-ით, რაც საგრძნობლად შეუმსუბუქებს საგადასადო ტვირთს ფ/პ ადვოკატებს, თავიდან ააცილებს მათ წინსწრებით საავანსო გადახდებს და შესაბამისად, უფრო ხელმისაწვდომს გახდის იურიდიული მომსახურების ღირებულებას ჩვენი მოქალაქეებისთვის.

2.საადვოკატო საქმიანობის/მომსახურების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება, რაც საშუალებას მისცემს დღგ-ს გადამხდელ საადვოკატო ბიუროებსა და ფ/პ ადვოკატებს კიდევ უფრო შეამცირონ იურიდიული სერვისების ღირებულება.

მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი